თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

22.12.23 13:29
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ. 

ბიზნეს დაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს: 

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
•    სტოქტონი
•    ცვალებადი ნიშნები
•    HIGHWAY VFX
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
•    ტენე 
•    ბაბალე
•    პეტიტ ბაზარი 
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
•    Signify
•    KLIPY
•    Roommate.ge
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
•    ჰერბია
•    ალტიჰათი
•    სვანიძის ზეთისხილი
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის
•    ციმ.ციმ
•    ენთები
•    აუკი
 

NS