რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვერასდროს გახსნის - ბოკუჩავა

22.12.23 13:29
რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვერასდროს გახსნის - ბოკუჩავა

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოქმედი ხეწლისუფლების პირობებში საქართელო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლპარაკებებს ვერასდროს გახნის. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს გააგრძელებს და უკვე ცხადია, რომ ის დატქმების შესრულებას არ აპირებს. 

ვენეციის კომისია სამჯერ არის ნახსენები ევროკომისიის რეკომენდაციებში, რაც ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების პირწმინდად და ზედმიწევნით შესრულება. მაგრამ, ნაცვლად მათი რეკომენდაციების შესრულებისა, ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს "ოცნების" მოლაპარაკე თავებისგან, თითქოსდა ისინი არაკომპეტენტურები არიან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არ აპირებს რუსული ოცნება არეცრთი რეკომენდაციის შესრულებას. ის გააგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირებას და რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასდროს გახსნის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამბობს თინა ბოკუჩავა.