თვალთმაქცობა და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობები - თალაკვაძე გახარიას გუნდის ინიციატივაზე
თვალთმაქცობა და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობები - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდის ინიციატივას მესამე პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის თაობაზე.
თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანას წყვეტს ისუტიციის სამინისტროს და შესაბამისი უწყება და ეს გახარიას გუნდის კომპეტენცია არ არის.
რადიკალური ოპოზიციის სხვა სატელიტური პარტიები უკვე ყოველდღე ცდილობენ, რომ როგორმე დისტანციერება მოახდინონ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამისთვის არ იშურებენ და არც ერიდებიან თავისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნასაც კი, რომ როგორმე მოატყუონ საზოგადოება, რომ ვითომ ისინი ცალკე პარტიები არიან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ აქვთ.
გადაწყვეტილებები მიიღება ადამიანის უფლებების პრინციპების გათვალისწინებით, მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს და იმ უწყების მიერ, ვისაც ეხება პატიმრების გადაყვანა. აქ რარაცა პოლიტიკური განცხადებების კეთება ოპოზიციის მხრიდან არის თვალთმაქცობა და სააკაშვილისგან გამიჯვნის მცდელობები", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.