ხმაური გორის საკრებულოში - დაპირისპირება სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა გორის საკრებულოში - ოპოზიციას აინტერესებს, რამდენად სამართლიანია, როცა საჯარო მოხელეეებს ხელფასები ემატებათ, ამ დროს კი სოციალურად დაუცველი ადამიანებიი სრულ გაჭირვებაში ცხოვრობენ და მათთვის არაფერი იცვლება.
ამ საკითხიის წამოჭრის შემდეგ დეპუტატებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე დაიწყო. გორის საკრებულოშია გორის მერიც. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოპოზიციას არწმუნებს, თუ რატომ უნდა დაამტკიცნონ 2024 წლის ქალაქის ბიუჯეტი იმ სახით, როგორიიც თავად უნდა.