ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით - ენმ-ის თავმჯდომარე ქობულეთში პარტიის ორგანიზაციას შეხვდა

22.12.23 14:14
ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით - ენმ-ის თავმჯდომარე ქობულეთში პარტიის ორგანიზაციას შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად ქობულეთში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.

ვხვდებით ქობულეთში ადგილობრივ ლიდერებს. ცხადია, მადლობას ვუხდით მათ ადგილობრივ ლიდერებს სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ ქვეყნისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის და ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იბრძოლეს ამ წლების განმავლობაში „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ და ასევე, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად ვგეგმავთ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯბოს ქარტველმა ხალხმა, კეთილდღეობა ჰქოდნეს ყველას და არა ერთეულებს. გამარჯვება, რომელიც მოპოვებული გვაქვს და „რუსულ ოცნებას“ ქართველი ხალხი უგებს 1-0-ს, მიყვანოთ ბოლომდე," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.