ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შევიკრიბეთ ჩეხეთის საელჩოსთან, რათა გამოვხატოთ მწუხარება - კუპატაძე

22.12.23 14:36
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შევიკრიბეთ ჩეხეთის საელჩოსთან, რათა გამოვხატოთ მწუხარება - კუპატაძე

„დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შევიკრიბეთ ჩეხეთის საელჩოსთან, რათა გამოვხატოთ მწუხარება ჩეხი ხალხის მიმართ. მსგავს ქმედებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, არ აქვს არანაირი გამართლება. ჩვენ ვდგავართ ჩეხი ხალხის გვერდით," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ გააკეთა.

კუპატაძის თქმით, ენმ და ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ახალგაზრდული ორგანიზაცია სამძიმარს ვუცხადებთ ჩეხ ხალხს პრაღაში მომხდარი თავზარდამცემი ტრაგედიის გამო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ტერორიზმის სისასტიკე და ამ ბოროტების დაუნდობელი სახე, რომელმაც არაერთი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ თანავუგრძნობთ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.