რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? - ქადაგიშვილი

22.12.23 15:44
რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? - ქადაგიშვილი

რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? - მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია! - ასე ეხმაურება გახარიას გუნდის ინიციაივას, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის შეფასებით, გახარიამ გაითამაშა სცენარი, რომ გამიჯნულია „ნაციონალური მოძრაობისგან“.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მოხდის საკითხები დამოკიდებულია პენიტენციურ სისტემაზე და კანონზე. რა სატკივარი აქვს გაჩენილი გახარიას? - ისინი მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ მათთვის დამაზიანებელია! მათთვის პოლიტიკურად სააკაშვილიც კეთროვანი გახდა და „ნაციონალური მოძრაობაც“. აქედან გამომდინარე, ახლა გაითამაშა სწორედ ეს სცენარი - უნდა, ხალხში აზრი ჩამოყალიბდეს, რომ გახარია მკვეთრად გამიჯნულია „ნაციონალური მოძრაობისგან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.