ოპოზიციის მცდელობა, მოაწყოს რევოლუცია, ფიასკოსთვის არის განწირული - კობახიძე

22.12.23 15:20
ოპოზიციის მცდელობა, მოაწყოს რევოლუცია, ფიასკოსთვის არის განწირული - კობახიძე

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ისევ რევოლუციის და ქვეყანაში არეულობის მოწყობას შეეცდება, თუმცა ეს მცდელობა "ფიასკოთი" დამთავრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამტკიცებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არავთარი რესურსი არ გააჩნიათ, რადგან მათ ხალხის მხადრაჭერა არ აქვთ. 

დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ოპოზიცია, ზოგადად, მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევე ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის გავითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ სხვა გზა არც აქვთ, სხვა არჩევანი არც აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით დაიბრუნონ ძალაუფლება. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე ეს მცდელობა არის განწირული ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახნის თემის გამოყენებას, ამ მიზნებისთვის თეორიულად ყველაფერი შეიძლება, დანარჩენი ვნახოთ. ასეც და ისეც, როგორც წინა შემთხვევებში, ვერცერთხელ მოახერხეს რევოლუციის მოწყობა, ვერცს არსებითად ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ მომავალშიც, - თქვა ირაკლი კობახიძემ.