სააკაშვილს აქვს ჭარბი კომპფროტი, არ ეკუთვნის საავადმყოფოში ყოფნა - კობახიძე
"ოცნების" ტავმდჯომარე ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდის მსგავსად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს და საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის, თუმცა უნდა დაბრუნდეს თუ არა მესამე პრეზიდენტი ციხეში, ამ კითხვაზე, კობახიძე აცხადებს, რომ ეს შესაბამისმა უწყბამ უნდა გადაწყვიტოს.
სააკაშვილი დროდადრო ცდილობს გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ ჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს გაითამაშოს.
მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომპფროტი, არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს.
ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, შესაბამისად მე არ მაქვს ამის კომპეტენცია, რომ ამაზე პასუხი გაგცეთ", - ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება გახარიას გუნდის იერიშს "ნაცმოძრაობასა" და მესამე პრეზიდენტზე, კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს პიარული ტრიუკია.
ფიქრობენ, თუ ერთნანეთს გაემიჯნებიან პაირული კუთხით ეს წაადგება ორივე პარტიის პოლიტიკურ შანსებს, რაც ღომილისმომგვრელია, რადგან ამ ორ პარტიას შექმნილი აქვს კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში. ამას ხომ საზოგადოება ხედავს. რომელი პაირული ტრიუკებით შეიძლება გადაფარო ეს? პირდაპირ ალიანსი აქვთ შექმნილი და ასეთი პიარული ტრიუკებით ეს ალიანსი ვერ გადაიფარება", - აცხადებს კობახიძე.