ვიხილავთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს "ოცნების" ყრილობაზე? - რას ამბობს კობახიძე

22.12.23 15:17
ვიხილავთ თუ არა ბიძინა ივანიშვილს "ოცნების" ყრილობაზე? - რას ამბობს კობახიძე

ვიხილავთ თუ არა "ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს და მიმდინარეობს თუ არა მასთან კონსულტაციები ყრილობის ირგვლივ ან იმ გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს პოლიტსაბჭომ მიიღო? - ამ კითხვაზე საპასუხოდ " ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 

არავითარი განხილვა და მსჯელობა ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე დასწრების შესახებ არ ყოფილა პოლიტსაბჭოზე. მისი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე პოლიტიკიდან გასვლა, თუ ის მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა კობახიძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

"ოცნების" ყრილობა 30 დეკემბერს გაიმართება.