ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილია, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას - კობახიძე ლაზარეს შეწყალებაზე
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს. ამის შესახებ მან პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
რაც შეეხება შეწყალებას, მე ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდში ისეთი რამეები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. იეს არის, ჩვეულებრივად, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი მან შეიძლება გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგს, - თქვა კობახიძემ.