ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა - აფხაზეთში პროტესტისთვის ემზადებიან

22.12.23 15:35
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა - აფხაზეთში პროტესტისთვის ემზადებიან

აფხაზეთში პროტესტისთვის ემზადებიან. დიდი ვნებათღელვა დაწყებყულია. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გააპროტესტებს. 

პირველი საორგანიზაციო შეხვედრა დღეს აფხაზურმა საზოგადოებამ უკვე გამართა.  დიდი ალბათობთ, 28 დეკემებრს, როცა ეგრედწოდებული პარლამენტი პუტინისთვის აგარაკების ჩუქების გადაწყვეტილებას იფიციალურად გააფორმებს, ოკუპირებულ ქუჩაში სახალხო გამოსვლები და ხმაური იქნება.

ხელისუფლებას არაფერი ესმის, არაფერი ეყურება. დღეს დეპუტატების კორპუსი იღებს ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, რომ მორიგი განცხადების გარდა დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულმა ჯგუფმა პატივცემული ადამიანებისა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აწუხებს, უნდა იქნან დელეგირებულები სესიის დღემდე, უნდა მივიდნენ პარლამენტთან და მოითხოვონ ხალხის სახელით, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. დავტოვოთ პარლამენტის 35 დეპუტატის ხელში. ამ საკითხის გადაწყვეტა დაუშვებელია, - განაცხადა დღეს შეხვედრაზე ბესლან ტარკილ.

ასტამურ ტანიას განცხადებით, საკითხი პრინციპულია, რადგან დათმობიშ შემთხვევაში რუსეთს შესაძლოა, ახალი მოთხოვნები გაუჩნდეს. 

ელიტა და ჩვენი საზოგადოება მორიგ გამოცდას გადის. ჩვენ ეხლა გზაჯვარედინზე ვართ. ან ჩვენ შემოსულ რესურსებს სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მოვიხმართ ამ წავალთ გაყიდვის გზით, ამიტომ ეს საკითხი ძალიან პრინციპულია, რადგან ამის შემდეგ სხვა მოთხოვნები იქნება. ვფიქრობ, დეპუტატებისთვის აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენის მოსაზრების მოსმენა, ამიტომ გთავაზობთ, სესიამდე ან ერთი დღით ადრე შევიკრიბოთ თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დარბაზში, მოვიწვიოთ საზოგადოება, დეპუტატები, ხელისუფლება და მათ ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების ხმა, - ამბობს ასტამურ ტანია.

 შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე თემურ გულია კენჭსყრის დღეს მიტინგის მოწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

პარლამენტის წინ მოედანზე შევკრიბოთ მიტინგი, ყველამ უნდა დაინახოს ადამიანები, რომლებიც იქ მოვლენ და საკუთარ აზრს გამოთქვამენ. კენჭისყრის დღეს უნდა შევკრიბოთ ხალხი. ეს იქნება მიტინგი, რომელიც გააერთიანებს ყველა ადამიანს, განსხვავებული შეხედულებების მქონეს ერთი საკითხის ირგვლივ - ეს არის ბიჭვინთის აგარაკების თემა. აქ 9 ორგანიზაცია ვართ. თითომ რომ 150 ადამიანი გამოიყვანოს, უკვე საკმარისია. ეს არის ლეგიტიმური გზა, - ამბობს თემურ გულია.  

წელიწადზე მეტია აფხაზები პუტინისთის და რუსეთისთის ბიჭვინთის ისტორიული აგარაკების გადაცემას ეწინააღმდეგებიან.