გარანტირებულად გეტყვით, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში - კობახიძე
"გარანტირებულად გეტყვით, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში" - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე ვერ ამბობს, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები როდის გაიხსნება საქართველოს შემთხვევაში, თუმცა ამტკიცებს, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი.
მე ჩემს პოზიციას გეტყვით. არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არა თუ კანდიდატის სტატუსის მიღება. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოოდ ჯამში ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისას. [...] იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება ეს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში," - განაცხადა კობახიძემ.