ორბანი: "რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, უნდა გვიხაროდეს"
უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია. ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მან პუტინის ტერმინი გამოიყენა და ომს "სამხედრო ოპერაცია" უწოდა.
ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომი "სამხედრო ოპერაციად" მოიხსენია პეკინში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისასაც, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბრისას კი უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინთან სიტყვა "ომის" გამოყენებას არ მოერიდება, თუ ეს მას დასჭირდება.
ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ", - თქვა ორბანმა.