ჰუმანიტარული აქცია ალვანში - 23 დეკემბერს ანწუხელიძის სახლში სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავა

22.12.23 15:40
ჰუმანიტარული აქცია ალვანში - 23 დეკემბერს ანწუხელიძის სახლში სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავა

ჰუმანიტარული აქცია ალვანში - 23 დეკემბერს ალვანში, ანწუხელიძის სახლში სოფო ჯაფარიძე ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავა. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ენმ-ის წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ 23 დეკემბერს ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივის ფარგლებში ექიმებთან ერთად ჩავალთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში, მის სახლში  - ალვანში, სადაც ყველა მსურველი მიიღებს უფასო კონსულტაციებს. 
ეს გახლავთ როგით მესამე ღონისძიება, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს , რომელთა რაოდენობაც ყველა ჯერზე იზრდება,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.