ეს ადამიანები შესაძლოა, უბრალოდ გამხმოვანებლები იყვნენ - სააკაშვილის ადვოკატი გახარიას გუნდის მოთხოვნაზე
ქარი შესაძლოა, სინამდვილეში სულს სხვა მიმართულებით უბერავს - სააკაშვილის ადვოკატი შოტა თუთბერიძე ფიქრობს, რომ შესაძელოა გახარიას გუნდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს, უბრალოდ გამხმოვანებლები იყვნენ და ამ საშიშ იდეის უკან სინამდვილეში სხვა ვიღაც იდგეს.
თუთბერიძე ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საამართლოს არაფერი უთქვამს სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე და გახარიას გუნდის მიერ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.
პირდაპირ ტყუილია, რომ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საამართლომ რაიმე თქვა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. ეს არის უბრალოდ ტყუილი და ამ თემის აქტივაცია რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხრიდან იმას ნიშნავს, რომ ქარი სინამდვილეში სულს სხვა მიმართულებით უბერავს და ეს ადამიანები შესაძლოა იყვნენ უბრალოდ გამხმოვანებლები ამ პოტენციურად ძალიან საშიშ იდეისა. ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში გადაყვანის არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს. ამის რეკომენდაციას არ გასცემენ ექიმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართულ-ჯიგრულ ამბავში თუ სურს რაიმეს გაკეთება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი, როგორც მინიმუმ სირცხვილია", - ამბობს შოთა თუთბერიძე.