ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გახარია სააკაშვილს პოლიტიკური თამაშის ობიექტად იყენებს

22.12.23 16:51
ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გახარია სააკაშვილს პოლიტიკური თამაშის ობიექტად იყენებს

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თამაშის ობიექტად იყენებს და მისი თქმით, ეს აღარავის აღარ უნდა გაუკვირდეს.

სააკაშვილმა თავადად აქცია თავისი თავი პოლიტიკური თამაშების რაღაცა ობიექტად და ახლა გახარიაც თუ გამოიყენებს სააკაშვილს, როგორც ობიექტს პოლიტიკური თამაშისთვის, უკვე აღარ უნდა გაუკვირდეს არავის", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გახარიას გუნდი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.