გახარიას პარტია "ოცნების" დღის წესრიგით მოქმედებს - სოფო ჯაფარიძე
მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მოთხოვნა - ენმ-ს წევრი და მესამე პრეზიდენტის სპეციალური წრმომადგენელი სოფო ჯაფარაიძე ამბობს, რომ შეუძლებელია გახარიას პარტიის ოპოზიციონირებაზე ისაუბრო, განსაკუთრებით ასეთი განცხადების შემდეგ.
ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ გახარიას პარტია "ოცნების" დღის წესრიგით მოქმედებს
საზოგადოებას არ დავიწყებია სისხლიანი 20 ივნისი და შეუძლებელია, ვისაუბროთ პარტიაზე, რომელიც ასაღებს თავს ოპოზიციად. ერთი მხრივ, ხელისუფლებას ბიუჯეტს უმტკიცებს, მეორე მხრივ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საზოგადოებისგან სრულ იზოლაციას ითხოვს. სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ გახარიას პარტია "ქართული ოცნების" დღის წესრიგით მოქმედებს", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.