"ყველა დნმ-ით "ქოცი" სააკაშვილში საფრთხეს ხედავს" - ცისკარიშვილი გახარიას გუნდის მოთხოვნაზე
" ყველა დნმ-ით "ქოცი" სააკაშვილში საფრთხეს ხედავს" - ასე ეხმაურება ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახარიას გუნდის მოთხოვნას მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნებასათან დაკავშირებით.
ცისკარიშვილი ყოფილი პრემიერის პარტიის ნიკა მელიაზე იერიშსაც აფასებს და ამბობს, რომ ვერანაირი აქციის ორგანიზატორი თუ მონაწილე პასუხისმგებლობას იმაზე ვერ აიღებს, რაც გახარიამ და მისმა რაზმებმა ჩაიდინეს.
ვერანაირი აქციის ორგანიზატორი თუ აქციის მონაწილე პასუხისმგებლობას იმაზე ვერ აიღებს, რაც გახარიამ და მისმა რაზმებმა ჩაიდინეს და მომიტინგეებს თვალები დათხარეს. დათვის ტყვიები ესროლეს, უსასტიკესად გაუსწორდნენ და ეს ადამიანები თავიანთ ტრადიციულ სტილში ცდილობენ, რადგან მიშა სააკაშვილში ხედავენ ერთგვარ საფრთხეს, რადგან ყველა დნმ-ით ქოცი ხედავს მიხეილ სააკაშვილში საფრთხეს, იმიტომ, რომ მას აქვს ხედვა, იცის მომავალში საით უნდა წავიდეს საქართველო და მას აქვს შანსი და შესაძლებლობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების. აქედან გამომდინარე, ყველა ვინ არის მეორე მხარეს, ანუ "ოცნების" ძირითად ბირთვი ან მათი დანამატები, ყველა ებრძვის მიშა სააკაშვილს და ამის ნათელი მაგალითია გახარიას პარტიის განცხადება", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ, გახარიას გუნდმა იერიში ნი8კა მელიაზეც მიიტანა და განაცხადა, რომ 20 ივნისს ხალხის თვალების დათხრაზე პასუხისმგებელი ნიკა მელიაცაა.