მისი პრინციპულობა ჩვენი გუნდის იარაღია - სოზარ სუბარი პრემიერზე

12.03.21 17:26
მისი პრინციპულობა ჩვენი გუნდის იარაღია - სოზარ სუბარი პრემიერზე

იმაზე, თუ რა მოსაზრებით აღარ მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში, „ქართულ ოცნებაში" არ საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრი, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეული და პრინციპული ლიდერია, რაც „ქართული ოცნების“ იარაღს წარმოადგენს. სუბარის თქმით, პრემიერი მოლაპარაკებებს არ ჩამოშორებია და ყველა საკითხში ისინი ერთიანები არიან.

ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, საერთოდ მთავრობის ხელმძღვანელი და მისი პრინციპულობა ჩვენთვის არის ძალიან კარგი იარაღი თითქმის ყველა თემაში. ასე რომ, რასაც თქვენ სიხისტეს უწოდებთ, სინამდვილეში არის პრინციპულობა. ის არაფერს ჩამოშორებია, ყველა მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ერთიანი. მე მის გვერდით ვდგავარ სწორედ პრინციპულობის იმედად ყოველთვის, - ამბობს სუბარი.

.