რადიკალების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ, მერიასთან ახალი დროშა აღმართეს
თბილისის მერიის შენობასთან ევროკაშირის ახალი დროშა აღმართეს. სახელმწიფო ქონების განადგურებაში მხილებული რადიკალები კი თავისუფლები არიან.
თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.