"გაჩერებას არ ვაპირებთ" - პრორუსული დაჯგუფების მუქარა და ულტიმატუმი მთავრობას

23.12.23 13:02
"გაჩერებას არ ვაპირებთ" - პრორუსული დაჯგუფების მუქარა და ულტიმატუმი მთავრობას

პრორუსული დაჯგუფება მუქარის რეჟიმშია გადასული. რადიკალები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ.

"ალტ ინფოს" ლიდერები ევროკავშირის დროშის დაწვაში მხილებული თანამოაზრის, ლაშა შურუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალები ამბობენ, რომ ევროკავშირის სიმბოლიკის განადგურებას გააგრძელებენ.

ლაშას მიმართ სოლიდარობის გამო განვახორციელეთ იგივე ქმედება. თუ ის ციხეში უნდა იჯდეს, მაშინ ჩვენც ციხეში უნდა ვიჯდეთ და აბსოლუტურად სოლიდარულები ვართ მისი ქმედების მიმართ. მოთხოვნა არის რომ გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ კამპანიის გაგრძელებას ვაპირებთ. 
მთავრობას შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, ჩვენ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა ადმინისტრაციულით შემოფარგვლა და ის კაცი ციხეში რატომ არის, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არ შეიძლება ჭინჭის დაწვის გამო, კაცი ციხეში იყოს და ჩვენ გავაგრძელებთ და ხელისუფლებამ გადაწყვიტოს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ - ან ჩვენი დაჭერაც მოუწევთ ან იმ კაცის გამოშვება,“ - ამბობს მახარაძე.

მთავრობამ კანდიდატის სტატუსი აიღო და ახლა კოჭს უგორებს იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ხალხი დაიჭირონ ციხეში, ვინც ევროკავშირის სიმბოლიკას ან წვავს ან შეურაცხყოფს, როგოც ისინი ამბობენ, ამიტომ ის ადამიანი გაუშვეს ციხეში და ჩვენს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხში უკმაყოფილება მოჰყვა, უფრო დიდი გახმაურება მოჰყვა, ვეღარ გაბედეს ეგ ქმედებები. თუ ასეთი მიდგომა აქვს ერთი ადამიანის მიმართ ქვეყანას, მაშინ ან ყველას ეგრე მიუდგნენ და ჩვენც დაგვიჭირონ, ან არავინ არ დაიჭირონ და გამოუშვან ის ადამიანი. ხელისუფლებას იმის ეშინია, რომ თავისი უკანონო დაკავება, რაც მიიღო ლაშა შარუხიას მიმართ უფრო გახმაურებული არ გახდეს, ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, როცა მას პატიმრობა შეუფარდა,“ - განაცხადა მარტინენკომ.
 

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.