შეთანხმებულია სახელმწიფოსთან - თევზაძე რადიკალური ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვაზე

23.12.23 13:12
შეთანხმებულია სახელმწიფოსთან - თევზაძე რადიკალური ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვაზე

რადიკალური ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვა - „სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე დარწმუნებულია, რომ პრორუსული ჯგუფების ქმედებები ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

თევზაძე ხსნის იმ მოტივებს, რაც რადიკალურ ჯგუფებს და ხელისუფლებას შეიძლება ამოძრავებდეს. 

რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებულია და იმიტომ არ ხდება შესაბამისი რეაგირება და შეთანხმებულია, მე არ მგონია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი სურვილი, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე ისეთი აქტით, რომელიც არანაირი შედეგის მომტანი არ არის მათ შორის მათთვისაც, ეს გააკეთონ.
აჩვენებენ რუსეთს, რომ საქართველოში არსებობს ძალები, რადიკალური, რუსული ძალები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნონ და აჩვენებენ რუსეთს, რომ ამ ძალებს თვითონ აკონტროლებენ. ეს არის და ეს - სხვა არანაირი შედეგის მომტანი არ არის, გარდა ზიზღისა და სიძულვილისა, რომელსაც იწვევენ,“ - ამბობს თენგო თევზაძე.

 

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.