ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ემზადება და ცხადია, შიშები ექნება - კუპრაძე

26.12.23 13:38
ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ემზადება და ცხადია, შიშები ექნება - კუპრაძე

შალვა პაპუაშვილი საარჩევნოდ არეულობას აანონსებს - "ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ისტორიულ არჩევნებზე ხელისუფლებას შიშები ექნება, რადგან არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ემზადება  და იცის, რომ ამას პროტესტი აუცილებლად მოჰყვება.

ხელისუფლება როდესაც იყენებს ყველა ტიპის ძალადობას და არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის ემზადება, ამ პირობებში, ცხადია, რომ ისინი ელოდებიან საზოგადოებრივი სექტორის, სამოქალაქო სექტორის, მოქალაქეების საპროტესტო მუხტს. ეს სრულიად ბუნებრივია და წინასწარი დაანონსებით თითქოსდა რაღაც გაურკვეველ პროპაგანდისტულ ხაზს ქმნიან, რომელიც ვერ იქნება, რა თქმა უნდა, წარმატებული. ეს შიშები ექნებათ მათ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დანაშაულებრივად ექცევიან საქართველოს დემოკრატიულ გარემოს და აპირებენ არჩევნების ძალადობის პროპაგანდის და რუსული გავლენების ქვეშ ჩატარებას", - განაცხადა კუპრაძემ.

"პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.