თუთიყუშებს უფრო გაჩნიათ იმპროვიზაციის უნარი, ვიდრე ამათ - გოცირიძე "ოცნებაზე"

26.12.23 13:51
თუთიყუშებს უფრო გაჩნიათ იმპროვიზაციის უნარი, ვიდრე ამათ - გოცირიძე "ოცნებაზე"

თუთიყუშებს უფრო გაჩნიათ იმპროვიზაციის უნარი, ვიდრე ამათ, 11 წელია უკვე ერთი და იგივეს იმეორებენ და მოსწყინდა ხალხს - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე "ოცნების" მიერ დაანონსებულ არეულობებს წინასაარჩევნოდ.

გოცირიძე "ოცნებას" აფრთხილებს და ეუბნება, რომ  კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს და ეს შიშის  დანერგვის ხერხი საზოგადოებაში არარ იმუშავებს.

თუთიყუშებს უფრო გაჩნიათ იმპროვიზაციის უნარი, ვიდრე ამათ. 11 წელია უკვე ერთი და იგივეს იმეორებენ და მოსწყინდა ხალხს. რევოლუციები, არეულობები, აგერ ოქტომბერში რევოლუცია უნდა მომხდარიყო თურმე და რამდენი ოქტომბერი გავიდა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაშინება წინასაახალწლოდ. ჰგონიათ, რომ ერთხელ ნაცადი აი ეს შიშების დანერგვის ხერხი ყოველთვის იმუშავებს. არ მოიტანს კოკა ყოველთვის წყალს", - ამბობს რომან გოცირიძე. 

"პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.