"ოცნება" აგონიაშია, განტევების ვაცი დაკარგეს და ცდილობენ ახალი ბუა შექმნან პოლიტიკურ ველზე - ლილუაშვილი

26.12.23 14:04
"ოცნება" აგონიაშია, განტევების ვაცი დაკარგეს და ცდილობენ ახალი ბუა შექმნან პოლიტიკურ ველზე - ლილუაშვილი

ოცნება" აგონიაშია, განტევების ვაცი დაკარგეს და ცდილობენ ახალი ბუა შექმნან პოლიტიკურ ველზე - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთის" წევრი ბექა ლილუაშვილი მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ არეულობებს წინასაარჩევნოდ.

ლილუაშვილის თქმით, ამ განცხადებებით კარგად ჩანს, თუ როგორ ზედმიწევნით ასრულებს "ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებს.

როგორი ზედმიწევნით კარგად ასრულებენ პირველ რეკომენდაციას დეზინფორმაციაზე, ამას აღწერს ეს. "ქართული ოცნება" აგონიაშია, დაკარგეს განტევების ვაცი, ვისზეც შეეძლოთ პასუხისმგებლობა გადაეტანათ. ეს არის ბუნებრივია ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდ ა ევროკავშირი და ახლა ცდილობენ, ახალი ბუა შექმნან პოლიტიკურ ველზე. მე არ ვიცი, მე არ ვლაპარაკობ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის სახელით, მაგრამ ჩვენი განზრახვები თქვენ ძალიან კარგად იცის. ჩვენ ნამდვილად ვართ ძალიან თანმიმდევრულები და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გეგმავს, რომელიც არანაირ ბუობას არ ითვალისწინებს",- ამბობს ლილუაშვილი. 

"პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.