პაპუაშვილის შემდეგ, ქვეყანაში არეულობას ირაკლი ზარქუაც აანონსებს

26.12.23 15:16
პაპუაშვილის შემდეგ, ქვეყანაში არეულობას ირაკლი ზარქუაც აანონსებს

შალვა პაპუაშვილის შემდეგ, ქვეყანაში არეულობას ირაკლი ზარქუაც აანონსებს. "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მოახლოებასთან ერთად პროვოკაციებს ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. "ხელმოცარულები და მოღალატეები" -ამ სიტყვებით გალანძღღა დღეს ზარქუამ მთელი ოპოზიციური სპექტრი. 

არჩევნები გვიახლოვდება, კარს არის მომდგარი. რამდენიმე თვე არის დარჩენილი და ბუნებრივია, ეს გაათმაგებული იქნება, მათ შორის, იქნება სიცრუის ტირაჟირება, დაბრალება, შეკვეთილი სიუჟეტები და სტატიები. ეს ჩვენ ვნახეთ, გავლილი გვაქვს. მზად ვართ ჩვენ და ქართველი ხალხი, რომ ამ ხელმოცარულებს დავუპირისპიროთ სიმართლე, შედეგი, საქმის კეთება. როდესაც პარლამენტში ჩვენ ევროკავშირის დროშებით მოვედით და ისიც კი იკადრეს, ჩვენ არ დაგვიდესო. დაკვეთა რაც არის იმას ასრულებენ. ფეხებზე კიდიათ! სამადაშვილს როგორ უნდა აუხსნა და როგორ უნდა დაიჯერო, რომ იმას გაუხარდა კანდიდატის სტატუსი", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

"პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2024 წლის გადაწმყვეტი არჩევნების წინ არეულობას აანონსებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს და პროვოკაციებს ელოდება.