მომღერლების "შავი სია" - ვინ დაბლოკა მთავრობამ საახალწლო კონცერტებზე?

26.12.23 17:06
მომღერლების "შავი სია" - ვინ დაბლოკა მთავრობამ საახალწლო კონცერტებზე?

მომღერლების შავი სია - "ქართული ოცნება" მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებებლი მიიღებენ, ვინც მმართველ  პარტიას მოსწონს.

შავ სიაშია ნინო ქათამაძეც. ცნობილი მომღერალი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის მისი სამოქალაქო აქტიურობის გამო დაბლოკა.

არსად არ ვიმღერებ. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მე გამოვხატავ ჩემს ამ მოსაზრებას. სამოქალაქო პოზიცია არის მიზეზი, რა თქმა უნდა. პირადად უთხრათ, დავალებებით, რომ არსებობს რაღაც სიები, სადაც არ ხარ. ამ წელს საახალწლო კონცერტის დროს კონკრეტული მინიშნება იყო, რომ პროგრამაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, ყველა მინუს ნინო. მთელი კულტურა დამოკიდებული გახდა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე,“ - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

მთავრობის მიერ დაბლოკილი მომღერლების სიაში აღმოჩნდა სოფო ნიჟარაძეც. მისი თქმით, შემოთავაზება არ მიუღია, შესაბამისად, მიზეზიც დაბლოკვის მისთვის უცნობია. 

არ მქონია შემოთავაზება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მიზეზი არავის არ უთქვამს, შემოთავაზებაც არ მქონია - თითქოს არ ვარსებობთ, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ჩვენს მაყურებელს სხვა ადგილებში ვხვდებით, თეატრში, კონცერტებზე, სამთავრობო კონცერტებისგან შორს ვართ უკვე,“ - ამბობს სოფო ნიჟარაძე.

საახალწლო კონცერტზე მთავრობამ ვერ გამონახა ადგილი ვერც ლელა წურწუმიასთვის. 

არა, ალბათ, არ უნდათ. მე ჩემს კონცერტებს ვაკეთებ, ამიტომ არ მაინტერესებს, მთავრობა დამიძახებს თუ არა,“ - ამბობს კახი მამულაშვილი.

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა  718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან. 

მსგავსი სიახლეები