„ოცნება“ მომღერლების წინააღმდეგ - არტისტები დაბლოკილ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ

26.12.23 17:08
„ოცნება“ მომღერლების წინააღმდეგ - არტისტები დაბლოკილ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ

„ოცნების“სადამსჯელო ოპერაცია - მომღერლების დაბლოკვას იმ შემსრულებლების ნაწილიც აპროტესტებს, ვინც საახალწლო კონცერტზე ხელისუფლებამ მიიწვია.

მომღერლების თქმით, მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების გრძელდება, უნდა დასრულდეს და განსხვავებული აზრის გამო ხელოვანი არ უნდა იდევნებოდეს. 

ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს - ეს მახინჯი, რაღაც გაუგებარი, ამოუხსნელი პრაქტიკა, რომელიც არ დამთავრდა ამ ქვეყანაში,“ - ამბობს ნატო მეტონიძე.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ არის, ისევე, როგორც ალბათ. ნინო წუხდა, როცა მე არ ვიყავი კონცერტებზე. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა მინდა, რომ იყოს ერთიანად და არავითარი პოზიცია, ოპოზიცია, ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მომღერალი ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკით განწყობილი მთავრობის მიმართ, მე ასე მგონია, მე ყოველთვის მაინტერესებს კრიტიკული აზრი და არა მაამებლური,“ - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.

ადამიანი თავის აზრს, როდესაც აფიქსირებს და რაღაცის გამო „ისჯება“, ადრეც ხდებოდა ეს, ვიყავით ამის მომსწრე, ადრე იყო მსგავსი რაღაცები და ახლაც თუ ასეთი რაღაცები ხდება, ძალიან სამწუხარო და ძალიან გულდასაწყვეტია,“ - განაცხადა სოფო გელოვანმა.
 

მომღერლების შავი სია - "ქართული ოცნება" მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებებლი მიიღებენ, ვინც მმართველ  პარტიას მოსწონს.

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა  718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.