ქათამაძე, სეფაშვილი, წურწუმია, ნიჟარაძე - მუსიკოსების "შავი სია"

26.12.23 20:13
ქათამაძე, სეფაშვილი, წურწუმია, ნიჟარაძე - მუსიკოსების "შავი სია"

 

მუსიკოსების შავი სია. ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე - ეს იმ ქართველი მომღერლების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ხელისუფლებამ  ბოიკოტი გამოუცხადა. არცერთი მთავრობის მიერ დაფინანსებულ არცერთ საახალწლო კონცერტზე არ იმღერებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისთვის არასასურველი ხელოვანები წელსაც გააჩუმოს. რა ვერ აპატია  ოცნებამ  მომღერლებს?

ნინო ქათამაძე პირველია, ვინც ხელისუფლების რეპრესიების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა. მუსიკოსი ამბობს, რომ "ოცნებისთვის" მიუღებელი  მისი  უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სხვადასხვა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აღმოჩნდა. გასაჯაროვებულია იმ მუსიკოსების სია, ვინც არ დაბლოკეს და 31 დეკემბერს მერიის მიერ დაგეგმილ გალა კონცერტზე ნომრებს შეასრულებენ. ღონისძიებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე დაიხარჯება.

საახალწლოდ დაბლოკილი მომღერლები - ნახეთ, სიუჟეტი