ხმაურიანი სხდომის მოლოდინში - "ოცნება" ცათამბჯენების პროექტის დამტკიცებას ფორსირებულად გეგმავს
"ქართული ოცნება" თბილისის ცენტრში ცათამბჯენების პროექტის დამტკიცებას ახალ წლამდე აპირებს. დიდი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება უკან არ იხევს და "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 52 სართულიანი ცათამბჯენების პროექტი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დაჩქარებული წესით გააქვთ.
ლაგუნა ვერეს პროექტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომელმაც ქალაქს შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოუტანეს. ამ საკითხზე ხშირად მოგვისმენია მწვავე შეფასებებები არქიტეტქორებისა და ოპოზიციის წევრების მხრიდან.
თბილისის საკრებულოს უბრანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე კი ამბობს, რომ ცათამბჯენების პროექტი რისკის შემცველი არ არის.
ეს პროექტი ისევე როგორც გეგმარებითი დავალების ეტაპზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქში განხორციელდეს. ვფიქრობთ, რომ არანაირი რისკის შემცველი, ეს რა თქმა უნდა, არ არის და ამის ყველანაირი მასალა არსებობს და წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია. დამატებით კიდევ იქნება სხვა დოკუმენტაცია წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. სატრანსპორტო მიმართულებითაც იყო საუბარი, თუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და ის, რომ აღნიშნული მიმდებარე ტერიტორიის აბსოლუტურად მოწესრიგება მოხდება ამ პროექტის ფარგლებში, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება ამ კონკრეტული ტერიტორიის განვითარებისთვის", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხდომა თბილისის საკრებულოში პარასკევს არის ჩანიშნული, თუმცა ოპოზიცია დიდ პროტესტს აანონსებს, რადგან პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლი ბეტონის მონსტრების მშენებლობა სატრანსპორტო კოლაფსს და დედაქალაქში დიდ პრობლემებს გამოიწევვს.