კალაძე ფიქრობს, რომ თბილისის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობა პრობლემა არ არის
კახა კალაძე ფიქრობს, რომ თბილისის ცენტრში ცათამბჯენების მშენებლობა პრობლემა არ არის. თბილისის მერი ადასტურებს ,რომ "ქართული ოცნება" ლაგუნა ვერეზე 52 სათულიანი ბიზნეს ცენტრის პროექტის დამტკიცების მოთხოვნით საკრებულოს ხვალ მიმართავს. მერისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკაც და ამბობს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ქალაქის განვითრება არ სურთ, აღმშენებლობას ხელ უშლიან და სამუშაო ადგილების შექმნას ეწინააღმდეგებიან.
ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდათ სლოგანი, "გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი, თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც ქალაქში არის მშენებლობის ბუმი, ხდება ქალაქის აღმშენებლობა, ე.ი. გიჟდებით, არ იცით, რა ქნათ, იმიტომ, რომ იცით რომ ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას აქვს უდიდესი როლი და წვლილი. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას", - ამბობს კახა კალაძე.
"ქართული ოცნება" თბილისის ცენტრში ცათამბჯენების პროექტის დამტკიცებას ახალ წლამდე აპირებს. დიდი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება უკან არ იხევს და "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 52 სართულიანი ცათამბჯენების პროექტი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დაჩქარებული წესით გააქვთ.
სხდომა თბილისის საკრებულოში პარასკევს არის ჩანიშნული, თუმცა ოპოზიცია დიდ პროტესტს აანონსებს, რადგან პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლი ბეტონის მონსტრების მშენებლობა სატრანსპორტო კოლაფსს და დედაქალაქში დიდ პრობლემებს გამოიწევვს.