ტვ პირველში შეჭრა არ იგეგმება - ღარიბაშვილი

12.03.21 18:25
ტვ პირველში შეჭრა არ იგეგმება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ტვ პირველში შეჭრას არავინ გეგმავს. 

ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას,  ან მათ ტელევიზიაში შეჭრას აპირებს, არის აბსურდული და საფუძველს მოკლებული, მინდა შევახსენო ოპონენტებს, რომ ახლა არის 2021 წელი და არ არის 2007 წელი, როცა მოხდა ,,იმედში" შეჭრა. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

9 მარტს საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საგამოძიებო ორგანოს ,,ტვ პირველში" შესვლისა და ნივთმტკიცების ამოღების უფლება მისცა. ,,ტვ პირველის" იურისტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები