იყო თუ არა წულუკიანი იმ 3 ადამიანში, ვისთანაც ივანიშვილს კომუნიკაცია ჰქონდა - კულტურის მინისტრის პასუხი
იყო თუ არა თეა წულუკიანი იმ 3 ადამიანში, ვისთანაც ივანიშვილს კომუნიკაცია ჰქონდა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ივანიშვილის მხრიდან არაფორმალური მმართველობის დადასტურებას? - კულტურის მინისტრმა კითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა მიანიშნა, რომ გუნდში არსებულ ყველა საკითხშია ჩართული და ეს არავისთვისაა საიდუმლო.
რასაკვირველია, ეს არ არის არავისთვის საიდუმლო, მე ვარ აქტიურად ჩართული "ქართული ოცნების" გუნდში, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველი დღიდანვე ვარ იმ ღირებულებების ერთგული, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში", - აღნიშნა წულუკიანმა.
მქონდა 2-3 კაცთან კომუნიკაცია - ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა აღიარა