ღარიბაშვილის შემდეგ, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მასთან კონსულტაცია კობახიძემაც აღიარა - ვინ იყო მესამე?

30.12.23 15:53
ღარიბაშვილის შემდეგ, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მასთან კონსულტაცია კობახიძემაც აღიარა - ვინ იყო მესამე?

ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ბიძნა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მასთან კონსულტაცია ირაკლი კობახიძემაც აღიარა - ახლა საინტერესოა ვინ იყო მესამე ლიდერი, ვისთანაც, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა კონსულტაციები ჰქონდა და პარტიის საქმიანობაში აქტიურად ერეოდა.

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებმა გუნდს რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება მისცა.

„როგორც ითქვა, კონსულტაციები იყო და ამ კონსულტაციებმა გუნდს მისცა იმ რთული პერიოდის სწორად გადავლის საშუალება. პირდაპირი ღალატი იყო, საქმე ეხებოდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკური საბჭოს წევრს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რჩევები საჭირო იყო, რომ ეს არცთუ მცირე კრიზისი გადალახულიყო“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა არაფორმალური მმართველობა აღიარა განაცხადა რომ პოლიტიკიდან წასვლის პერიოდში 2-3 ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია, რათა გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებულიყო. 

 

მსგავსი სიახლეები