რა ამოიკითხეს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში - ოპოზიცია ზურაბიშვილს სიტყვას უწონებს
რა ამოიკითხეს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში - ოპოზიცია ზურაბიშვილს სიტყვას უწონებს. "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტმა მისალოცად სწორი ადგილი აირჩია და სწორი აქცენტებიც გააკეთა.
პრეზიდენტი იდგა იქ, საიდანაც ჩვენ აფხაზი თანამოქალაქეები ახლოს გვიმზერენ. უნდა ხედავდნენ განათებულ საქართველოს და არა ჩაბნელებულს. ეკონომიკაც და ნებისმიერი სხვა პროგრესი გვჭირდება ერთად ჩვენ და ოს თანამოქალაქეებთან. სამართლიანობის ხაზგასმა და აღნიშვნა როგორც მთავარი მიზანი სამართლიანი სახელმწიფოს შენების და ეს წელი უნდა იყოს სწორედ სამართლიანობის გამსაზღვრელი და განსაზღავრავს ამას, მათ შორის, სამართლიანი არჩევნები, მე ვფიქრობ, ყველაფერი ამით თქვა პრეზიდენტმა. ეს კრიტიკა უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. მე ვფიქრობ, მომავალი მოვლენები ამ წლის კიდევ უფრო წარმოაჩენს, რომ ეს ნამდვილად ასეა. პრეზიდენტი დამოუკიდებლად, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ხოლო როგორი იქნება ივანიშვილის რეაქცია ამ ყველაფერზე, ამას დავაკვირდეთ ერთად, - ამბობს ბესელია.
საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ენგურთან ჩავიდა და მოსახლეობას ახალი წელი სწორედ იქიდან მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება ერთიანობაზე გაამახვილა.