სიმბოლური იყო ენგურის ხიდთან მდგარი პრეზიდენტი - თეონა აქუბარდია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მილოცვა ენგურის ხიდიდან სიმბოლური იყო. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განვლილი წელი აეკვატურად შეაფასა და სწორი აქცენტები გააკეთა, რომლის ადრესატებიც არა მხოლო ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია და თითოეული მოქალაქე იყო.
ძალიან სიმბოლური იყო ენგურის ხიდთან მდგარი პრეზიდენტი, რომელიც ახსენებდა "ქართულ ოცნებას" ჩაბნელებული ენგურის ხიდიდან ქვეყნის გამთლიანების და ამისთვის შრომის აუცილებლობის შესახებ, ისევე, როგორც პრეზიენტმა აბსოლუტურად ადეკვატურად შეაფასა მთელი განვლილი წელი. აბსოლუტურად განსხვავდება პრემიერ ღარიბაშვილის და შალვა პაპუაშვილის განცხადებები პრეზიდენტის განცხაებისგან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო მნიშნელოვანი განაცხადი 2024-თვის. პრეზიდენტის გზავნილის არესატი იყო როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება და თითოეული მოქალაქე, - ამბობს აქუბარდია.
საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ენგურთან ჩავიდა და მოსახლეობას ახალი წელი სწორედ იქიდან მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება ერთიანობაზე გაამახვილა.