აუდიტის დასკვნაში დანაშაულებრივი და კორუფციული გულგრილობა ვლინდება - საბა ბუაძე
აუდიტის სკანდალური დასკვნა - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ დასკვნაში დანაშაულებრივი და კორუფციული გულგრილობა ვლინდება.
ბუაძე ეჭვობს, რომ კომპანიებთან, დიდი ალბათობით, მიმდინარეობს რაღაც ჩრდილოვანი მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ხდება შემდეგ ამ სარეაბილიტაციო ბიუჯეტების კორექტირება.
ამ აუდიტის დასკვნაში ვლინდება პრობლემები ორი მიმართულებით. ერთი არის დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელსაც ეს ხელისუფლება ეკიდება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნულ საგანძურს და მეორე, ეს არის კორუფციული, სადაც სახელმწიფო რესურსების განკარგვა ხდება ისე, თითქოს, ვიღაცის პირადი ჯიბე იყოს და კომპანიებთან მიმდინარეობს დიდი ალბათობით, რაღაც ჩრდილოვანი მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ხდება შემდეგ ამ სარეაბილიტაციო ბიუჯეტების კორექტირება, რაც ასევე არის ძალიან მძიმე შემთხვევა და უნდა გახდეს გამოძიების დაინტერესების საგანი", - აღნიშნა საბა ბუაძემ.
ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია - აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს იმაზე მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო.