რა მოხდა შარდენზე - რას ამბობს თვითმხილველი?

03.01.24 17:23
რა მოხდა შარდენზე - რას ამბობს  თვითმხილველი?


რა მუხლით დაიწყო გამოძიება ცნობილი მოცეკვავის გარდაცვალების საქმეზე? - შიინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ დუმს. არცერთი განცხადება 29 წლის მარი ბაბეტას საქმეზე საგამოძიებო უწყებას მთელია დღეა  არ გაუკეთებია.

რა მოხდა შარდენზე - ეს იყო თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ისევ გაურკვეველია. გარდაცვლილი მოცეკვავის მეგობრები  კი სხვადასხვა ვერსიებზე  საუბრობენ - ნაწილი არ გამორიცხავს  რომ თვითმკვლელობამდე ქალი ყოფილმა შეყვარებულმა მიიყვანა, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

მოცეკვავის ერთ-ერთ მეგობარი, რომელმაც ცხედარი ნახა, "პირველებთან" სუიციდს გამორიცხავს და ამბობს, რომ ბაბეტა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 

დავინახე ცხედარი პარკში და ავედით თუ არა, მეგობრებმა იცოდნენ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს, მომახსენეს, ბაბეტა არისო. არავის არ დაურეკავს, გამომძიებელს ან ვინმეს. უბედური შემთხვევა არის, რადგან ბავშვი ჰყავს. ყველაფერს რასაც აკეთებდა, ბავშვისთვის აკეთებდა. მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე. დეპრესიული იყო, მაგრამ ის, რომ თავის თავს რამე დაუშავოს, გამორიცხულია. უბედური შემთხვევაა, თან მანქანებიც ნელა დადიან. შეიძლება, რაღაც უცბად ჩაუვარდა შემთხვევა. თავის მოკვლა გამორიცხულია. მძღოლი არ მყავს ნანახი, მანქანა იყო გაჩერებული. რამდენად ის მანქანა იყო, რომელმაც დაარტყა, ვერ გეტყვით"- ამბობს ხაგუში. 

 ცნობილი მოცეკვავე გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მომხდარის შესახებ დილიდან სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით 29 წლის ქალი ავტომობილს განგებ შეივარდა, მანამდე კი მტკვარში გადახტომა სცადა, რადგან მათივე მტკიცებით, ახალგაზრდას ყოფილი შეყვარებული მოკვლით ემუქრებოდა.