აღმოჩნდება თუ არა ციხეში თვითმკვლელობის მიყვანის ბრალდებით მარი ბაბეტას ყოფილი შეყვარებული?
აღმოჩნდება თუ არა ციხეში 29 წლის მოცეკვავის თვითმკვლელობის მიყვანის ბრალდებით მარი ბაბეტას ყოფილი შეყვარებული? გარდაცვლილის მეგობრები "პირველებთან" ამბობენ, რომ ქალზე ყოფილი შეყვარებული სისტემატურად ძალადობდა, დააკავეს, თუმცა ციხე ორი თვის წინ დატოვა და გარდაცვლილის მეგობრების მტკიცებით, გოგონას ისევ მკვლელობით ემუქრებოდა.
საგამოძიებო უწყება ახლა მუქარასა და ქალის თვითმკვლელობას შორის კავშირს ეძებს. ჩვენება საგამოძიებო უწყებას უკვე მისცეს გარდაცვლილის მეგობრებმა, თუმცა რა ინფორმაცია მიწოდეს პოლიციას უცნობია, რადგან გომელაურის უწყებაში ამ საქმეზე არცერთი კომენტარი არ გაუკეთებიათ. საიდუმლოა, მუხლიც რომლითაც გამოძიება დაიწყო. 29 წლის მოცეკვავის ცხედარი კი ჯერ ისევ ექსპერტიზაზეა და სახლში არ გადაუსვენებიათ.
ირკვევა, რომ 9 თვის წინ, მოცეკვავემ მეგობარ მამაკას თავად უჩივლა და მისი საჩივრის საფუძველზე აღნიშნული პირი დაკავებულიც კი იყო.
ბაბეტას მეგობრების მტკიცებით, მოცეკვავე მოსალოდნელი საფრთხის გამო ელექტროშოკის ყიდვასაც აპირებდა, რადგან მათი მტკიცებით, გარდაცვლილის მეგობარი კაცი მუქარას ციხიდანაც არ წყვეტდა.
მანქანას შეუვარდა, აპირებდა მტკვარში გადახტომას. ალბათ, იმიტომ, რომ შეყვარებული ემუქრებოდა, რომელიც დაჭერილი იყო და ახლახან, ოქტომბერში გამოვიდა ციხიდან. კაცი ბაბეტას ემუქრებოდა, ბაბეტას მესიჯებს კითხულობდა და ეჭვიანობდა. ძალიან ბევრჯერ ძალადობდა ეს ადამიანი. შეატყობინა ბაბეტამ პოლიციას, მალევე დაიჭირეს და მიუსაჯეს 10 თვე. ფიზიკურ და ასევე დანითაც ემუქრებოდა. ციხიდან წერდა წერილებს, მოგკლავ, გემუქრები და ა.შ. აპირებდა, რომ უნდა ეყიდა ელექტროშოკი თავის დაცვისთვის", - აღნიშნავს მოცეკვავის მეგობარი.
მარი ბაბეტას კიდევ ერთი მეგობარი, გურამ არუთინაშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ გვიან ღამით, მოცეკვავე მაღალი სიჩქარით მომავალ ავტომობილს შეუვარდა:
როგორც თქვეს, მანამდე აპირებდა მტკვარში გადახტომას აპირებდა, შეაკავეს და არ გადახტაო... რომ გადმოდიოდა, შემდეგ შეეჯახა მერსედესის მარკის ავტომობილს - შეუვარდა. არ არის გამორიცხული, რომ ძალადობასაც უკავშირდებოდეს. იმ დონეზე იყო გვამი ასროლილი, რომ მეორე მხარეს ეგდო მისი ჩექმა", - აცხადებს არუთინაშვილი.