"ოცნების" ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა ეწირება - დეა მეტრეველი

03.01.24 17:28
"ოცნების" ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა ეწირება - დეა მეტრეველი

აუდიტის სკანდალური დასკვნა - "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი და ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეწირება ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

მეტრეველის თქმით, სახეზეა ძალიან სერიოზული უკანონობები და საქართველოს მოსახლეობა უყურებს კულტურული მემკივიდრეობის მასიურ განადგურებას.

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს ეწირება ქართული კულტურული მემკვიდრეობა. მე არ მახსენდება არცერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ამდენი კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილიყოს საფრთხის წინაშე, ამდენი ძეგლი განადგურებულიყო. სახეზეა არა მხოლოდ უნიათობა, გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი, არამედ ძალიან სერიოზული უკანონობები. სისტემიდან გაუშვეს ყველა პროფესიონალი და სისტემაში მოიყვანეს ადამიანები, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ შეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან. ეს ადამიანები ვერ მართავენ პროცესებს და იმის გამო, რომა სეთი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო კულტურის სამინისტრომ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა ვუყურებთ კულტურული მემკივიდრეობის მასიურ განადგურებას და ვიხდით ძალიან მაღალ ფასს ამაში", - ამბობს დეა მეტრეველი.

ნოქალაქევის რეაბილიტაცია, ოპერის რემონტი, გორის მუზეუმის რეაბილიტაცია  - აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ პროექტების განხორციელების დროს იმაზე მეტი  ფული დაიხარჯა, ვიდრე საჭირო იყო.