სასამართლო პროცესების პოლიტიზირებას ყველამ თავი დაანებოს - პაპუაშვილი

23.06.21 13:16
სასამართლო პროცესების პოლიტიზირებას ყველამ თავი დაანებოს - პაპუაშვილი

უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ულტიმატუმს გამოეხმაურა. პაპუაშვილი ამბობს, რომ  ოპოზიცია ჩვეულებრივი სასამართლო პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს. 

ნებისმიერი სასამართლო პროცესის პოლიტიზირებას ყველამ დაანებოს თავი, არის სასამართლო პროცესები, რომელიც არის გამჭირვალე, ყველას შეუძლია დააკვირდეს ამ პროცესებს. პოლიტიზირებას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ორდინარული სასამართლო საქმეების გადაყვანა ხდებოდეს სასამართლო პროცესში", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, "ლელო" პარლამენტს დატოვებს. 

მსგავსი სიახლეები