ყურადღებით წაიკითხონ დოკუმენტი, სანამ სანქციები გაჩნდება - სამნიძე სენატის რეზოლუციაზე

23.06.21 13:30
ყურადღებით წაიკითხონ დოკუმენტი, სანამ სანქციები გაჩნდება - სამნიძე სენატის რეზოლუციაზე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე სენატის რეზოლუციას ეხმაურება. ხათუნა სამნიძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებები, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოება სანქციების დაწესებაზე გადავიდა. 

ამ დოკუმენტის უკან და გარანტორად დგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ეს დოკუმენტი შესრულდება და ყველა ნაბიჯს აკვირდება. საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში რომ კონკრეტული სანქციები გაჩნდება, მერე იქნება გვიანი, ამიტომ მოვუწოდებ, რომ ცოტა ყურადღებით წაიკითხოს ეს დოკუმენტი და ისევ არ დაუბრუნდეს კუნთების თამაშით ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობას", - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

მსგავსი სიახლეები