სამაშველო ოპერაცია გომის მთაზე - მაშველებმა დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს

12.03.21 20:46
სამაშველო ოპერაცია გომის მთაზე - მაშველებმა დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული 3 ახალგაზრდა იპოვეს. ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ტვ პირველის ინფორმაციით, 4 ახალგარზდა უამინდობის გამო ხევში გადაიჩეხა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი 3-ის გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილზე ვერტმფრენის გაგზავნა ვერ მოახერხა, რის გამოც მაშველები და ექიმების ჯგუფი ფეხით გადაადგილდებოდნენ მაშველების მოსაძებნად.