თუ არ შეჩერდება მოსამართლეთა დანიშვნა, დავტოვოთ პარლამენტი - ოქრიაშვილი ოპოზიციას

23.06.21 14:55
თუ არ შეჩერდება მოსამართლეთა დანიშვნა, დავტოვოთ პარლამენტი - ოქრიაშვილი ოპოზიციას

პარტია ,,პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი, მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებს, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობის შემთხვევაში  პარლამენტი დატოვონ. 

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.

თუ არ შეჩერდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, დავტოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი ! 
არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების გვერდისავლით, უკანონოდ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების  ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ.  
გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ  ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. 
მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას! 
ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში! -  წერს კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

 დღეს ,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, "ლელო" პარლამენტს დატოვებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები