თურქული გემები გუდაუთაში - სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმს
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, გასცა თუ არა ლიცენზია იმ თურქულ კომპანიებზე, რომლებიც ოკუპირებუ აფხაზეთში არიან და თევზჭერას ახორციელებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გუდაუთის, გაგრის და ლიძავის სანაპიროებთან თურქული გეგემები გადაადგილდებიან.
"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე "პირველებთან" იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას.
პაატა დავითაია ასევე იმ მილიონობით დოლარის ზარალზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც ულიცენზიოდ თევზჭერით საქართველოს ბიუჯეტს ადგება.
საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე, სოხუმის, გუდაუთის ზღვის აკვატორიაში, ისინი შედიან ნეიტრალური წყლებით, საქართველოს გვერდის ავლით, რადგან ქართული მხარე ფაქტობრივად იქ არ აკონტროლებს სიტუაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, საქართველოს საელჩო უნდა დაუკავშირდეს მათ ეკონომიკის სამინისტროს და მკაცრად დაგმოს ის ქმედება რასაც ახორციელებს თურქული სეინერები. თუ ჩვენ ამ საკითხებზე მკვეთრი რეაგირება არ მოვახდინეთ, მაშინ თურქეთის მხრიდან ქართული ეკონომიკის მძიმე ფორმით დაზიანება მოხდება. თანხების რაოდენობა ძალიან დიდია, ლიცენზია თითო გემისთვის დაახლოებით 250 000 $ ღირს. ჩვენ ვხედავთ იმ ექსპანსიას რაც ხორციელდება დღეს სოხუმისა და გუდაუთის აკვატორიაში, რამდენიმე სეინერი დგას და რამდენიმე მილიონით ზარალდება საქართველოს ბიუჯეტი"- აცხადებს პაატა დავითაია.
უკონტროლო თევზჭერა აფხაზეთის ეკოსისტემას ანადგურებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში თევზჭერა დაშვებული ხუთას მეტრიანი დისტანციის დასარღვევით ხდება.
მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერი, კობა თითანავა პირდაპირ ამბობს, რომ ლიცენზიის ქონის ან ულიცენზიოდ თევზჭერის შემთხვევაშიც კი თურქულმა მხარემ საერთაშორისო კონვენცია დაარღვია.
ეს არის გარემოს დაცვითი კონვენციების ძალიან უხეში დარღვევა. აქიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო ვარიანტში, ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. თავისუფალდ შეიძლება ამ პრობლემის წამოწევა იგივე ჟენევის ფორმატში"- აცხადებს ჭითანავა.
ოკუპირებული აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერის უკანონო პროცესის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო კადრები 2024 წლის 7 იანვრით თარიღდება. ის ადგილობრივებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს.