ჟურნალისტების "ლეგიტიმური შეზღუდვა" - როგორ ესმის ახალი რეგულაციები "ქართულ ოცნებას"

09.01.24 15:35
ჟურნალისტების "ლეგიტიმური შეზღუდვა" - როგორ ესმის ახალი რეგულაციები "ქართულ ოცნებას"

"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე აღიარებს, რომ პარლამენტში მედიის უფლებები იზღუდება, თუმცა მისი თქმით, ეს ლეგიტიმურია.

სარჯველაძის თქმით, სამართლებრივი მეთოდიკით არავითარი ნაკლოვანება არ გააჩნია იმ რეგულაციებს, რომელიც შემოტანილია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან

თუ იმ ნორმატიული აქტით განსაზღვრულია წესრიგი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონსტიტუციური უფლება, დიახ, მედიას ექნება შესაძლებლობა დასვას კითხვები, იმუშაოს, მაგრამ ამას ექნება მოწესრიგებელული სახე და არამც და არც არ შეიძლება ეს პროცესი ქაოტური იყოს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის უფლების შეზღუდვა, ეს ნორმალური პროცესია. ამას აღიარებს უკლებლივ ყველა სამართლებრივი წესრიგი. უფლებები იზღუდება ზოგადად, მაგრამ ამ უფლებების შეზღუდვა, ჩვენ უნდა შევაფასოთ, უფლების შეზღუდვა არის თუ არა ლეგიტიმური. ამას აქვს კონკრეტული სამართლებრივი მეთოდიკა. ამ მეთოდიკით თუ შეაფასებთ, მე ვფიქრობ, რომ არავითარი ნაკლოვანება არ გააჩნია იმ რეგულაციებს, რომელიც შემოტანილია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ტესტი აქვს ჩასაბარებლი.  საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა. GDI-ში ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის დაწესებულ აკრძალვებს. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, თუ "ქართული ოცნების" წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს ამბობს, ჟურნალისტმა დაუუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გადაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აკრედიტაციას შეუუჩერებენ ან ჩამოართმევენ.

 

 

მსგავსი სიახლეები