პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესისა და საქმიანობის შეჩერება არაკონსტიტუციურია - მარიკაშვილი

09.01.24 11:31
პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესისა და საქმიანობის შეჩერება არაკონსტიტუციურია - მარიკაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომზადებული სარჩელები განსახილველად მიიღო -  GDI-ის ხელმძღვანელი ედურად მარიკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესისა და საქმიანობის შეჩერება და თუ საკონსტიტუციო სასამართლო ძალაში დატოვებს  აღნიშნულ კანონს, ეს იქნება კიდევ ერთი დოკუმენტირება, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული პრობლემების.

არაკონსტიტუციურია ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესის და საქმიანობის შეჩერება პარლამენტის შენობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი კითხვები რესპონდენტებთან, რომელთაც შეიძლება, არ სურდეთ პასუხის გაცემა. ეს მიდგომა ჩვენი მხრიდან არის გარკვეული სტრატეგიული ნაბიჯი, რომ აშკარად არაკონსტიტუციური საკითხები გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არ ჰქონდეს არგუმენტი სასამართლოს, გარდა იმისა, რომ გააუქმოს ეს კანონი და თუ დატოვებს ძალაში, ეს იქნება კიდევ ერთი დოკუმენტირება, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული პრობლემების", - ამბობს GDI-ის ხელმძღვანელი ედურად მარიკაშვილი.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებისთვის დაწესებულ აკრძალვებს. ერთ-ერთი შეზღუდვის მიხედვით, თუ "ქართული ოცნების" წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს ამბობს, ჟურნალისტმა დაუუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გადაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აკრედიტაციას შეუუჩერებენ ან ჩამოართმევენ. საჩივრის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაა. GDI-ში ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.