არა ცხოველებზე ძალადობას! დასაჯე მოძალადე! - აქცია პარლამენტთან

09.01.24 18:46
არა ცხოველებზე ძალადობას! დასაჯე მოძალადე! - აქცია პარლამენტთან

არა ცხოველებზე ძალადობას! - ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია პარლამენტთან.

"დასაჯე მოძალადე!" "ძაღლიც ადამიანია!" "ბოლო მოვუღოთ მოძალადეებს!" - მოქალაქეებს ამ შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი საკანონმდებლო ორგანოსთან.

შეკრებილები ცხოველებზე ძალადობას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ცხოველზე ძალადობის შესახებ ბოლო ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ვიდეოკადრებში ძაღლზე ძალადობა იყო ასახული. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები