კაცი, რომელიც ძაღლის წამებისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული

09.01.24 11:07
კაცი, რომელიც ძაღლის წამებისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული

კაცი, რომელიც ძაღლის წამებისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც  იყო მხილებული - ინფორმაციას "პირველებს" ადგილობრივები უდასტურებენ. 

საუბარია, 50 წლის არიფ გოიშოვზე, რომელსაც ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც უფლებადამცველებმა საზარელი ვიდეო გაავრცელეს, სადაც კაცი, ცხოველზე ძალადობს და სიკვდილამდე მიჰყავს.

ყველამ გავიგეთ ეს შემზარავი ამბავი, ძაღლი მოუკლავს,  გარდა ამისა, ეს კაცი წარსულში არასრულწლოვანზე სექსუალური შევიწროების მცდელობაშია მხილებული"- აცხადებენ დაკავებულის თანასოფლელები "ტვ პირველთან". 

სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის შესახებ ინფორმირებულია  „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

მისი თქმით, სავარაუდო დაზარალებული იგივე თემიდან, იგივე სოფლიდანაა, სადაც ცხოველის წამებაში ბრალდებული ცხოვრობს. 

სამირა ისმაილოვას თქმით, მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 50 წლის კაცმა, მოზარდს თანხის სანაცვლოდ, სექსუალური კავშირის დამყარება შესთავაზა. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მომაწოდა 13 წლის გოგოზე სექსუალური შევიწროების  ფაქტის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი გამომიგზავნა ვიდეო, რომელიც გუშინ გავრცელდა, ამბობდა, რომ ეს ადამიანი არამარტო ცხოველებზე, არამედ სასტიკად ადამიანებზეც ძალადობდა"- ამბობს აქტივისტი. 

მეტიც, მისივე თქმით,  არიფ გოიშოვი რამდენიმე წლის წინ, მოზარდის მოტაცებასაც კი ცდილობდა. 

რაც შეეხეა გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, დაკავებულის თანასოფლელები, 50 წლამდე კაცის სოფლიდან გაძევებას ითხოვენ. 

დღეს რომ ძაღლი მოკლა, ის ხვალ ადამიანსაც მოკლავს, სოფლიდან გასაგდებია... 

გავიგე ძაღლი სასტიკად სცემა და მოკლაო, ტელეფონით იღებდნენ თან ყველაფერს, გავიგე გუშინ დააკავესო. 

ჩვენი თანასოფლელია, დღეს დილით გავიგეთ, დააკავესო, ვიდეო არ გვინახავს, ძალიან მძიმე სანახავიაო ამბობენ. ნორმალური პიროვნება იყო არ ვიცით რა მოხდა"- ამბობენ ადგილობრივები. 

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.